გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge | www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა;
** მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები);
** კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
** მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
** სატელეფონო ზარების განხორციელება, პროდუქციის შეთავაზების მიზნით;
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
** გაყიდვების გეგმების შესრულება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@amboli.ge 2020 წლის 14 ივლისის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - გაყიდვების კონსულტანტი - გორი.

კომპანია "ამბოლში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ამბოლის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე