კომერციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული დირექტორი
მომწოდებელი: აპტოსი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 19 ივლისი
"აპტოსი" არის სახისა და სხეულის კორექციის მსოფლიოში ცნობილი "აპტოსის" ძაფების მწარმოებელი ქართული კომპანია. 24 წლიანი ისტორია 1996 წელს დაიწყო, როდესაც პროფესორმა მარლენ სულამანიძემ გამოიგონა მსოფლიოში პირველი, კბილანებიანი ძაფი [barbed thread], რამაც საფუძველი ჩაუყარა ესთეტიკური მედიცინის ახალ მიმართულებას - ძაფებით ლიფტინგს [thread lifting].

"აპტოსს" ეკუთვნის ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით კოსმეტიკურ ძაფზე პირველი საერთაშორისო პატენტი და სერიული წარმოების ლიცენზია.

"აპტოსი" არის პირველი ქართული კომპანია, რომელსაც CE [Conformité Européene] ნიშანი აქვს სამედიცინო პროდუქტზე, რაც იძლევა ექსპორტის საშუალებას ევროპის ყველა ქვეყანაში. "აპტოსის" ძაფები 50-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება ფართო მასშტაბიანი სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით.

კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს თბილისში, წარმომადგენლობითი ოფისები მდებარეობს პრაღაში, ბერლინში და მოსკოვში.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://www.aptos.global/

"აპტოს"-ის გუნდი ეძებს კომერციულ დირექტორს, რომელიც უხელმძღვანელებს კომერციულ მიმართულებაში გაერთიანებულ დეპარტამენტებს: საერთაშორისო და ადგილობრივ გაყიდვებს, მარკეტინგს და ბიზნესის განვითარებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მარკეტინგში, გაყიდვებში ან ბიზნესის განვითარების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** გუნდის მართვის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** გაყიდვების, ბიზნესის განვითარების და მარკეტინგის სრული ციკლის საფუძვლიანი ცოდნა და გამოცდილება;
** საერთაშორისო კლიენტებთან და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობების გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** დამატებითი უცხო ენის სრულყოფილად ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გენერალურ დირექტორთან ერთად კომპანიის კომერციული მიმართულების შესაბამისი სამოქმედო გეგმის/სტრატეგიის ჩამოყალიბება;
** მარკეტინგისა, გაყიდვების და ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავება, შესრულება და მონიტორინგი;
** გაყიდვების სრული ციკლის მართვა - გაყიდვების გეგმების შედგენაში მონაწილეობა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და უზრუნველყოფა;
** საერთაშორისო ბაზარზე კომპანიის პროდუქციის ცნობადობის ამაღლება - მარკეტინგული კვლევა-ანალიზი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობა - საერთაშორისო ბაზარზე კლიენტების მოძიება და არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის უზრუნველყოფა;
** ბიზნესის განვითარება - საერთაშორისო გაყიდვების კუთხით ტრენდების, სხვადასხვა საჭიროებების და შესაძლებლობების განსაზღვრა და შესაბამისი ინიციატივების წარდგენა;
** ნეთვორქინგი - საერთაშორისო ბაზარზე ესთეტიური მედიცინის სფეროში დაგეგმილ სხვადასხვა კონფერენციების, გამოფენების, გამოცემების მოძიება, ჩართულობა, მონაწილეობის მიღება და პროფესიული ბიზნეს წრის გაფართოება;
** კომერციულ მიმართულებაში გაერთიანებული დეპარტამენტების კოორდინირება, შეფასება, ეფექტური მუშაობისთვის საჭირო ტრენინგების განსაზღვრა და განვითარებაზე ზრუნვა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 19 ივლისამდე გამოგზავნოთ პროფესიული რეზიუმე ელფოსტაზე: hr@aptos.ge; ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება კომერციული დირექტორი

დავუკავშირდებით, მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "აპტოს"-ის ან შპს "აპტოს"-ის უფლებამოსილი პირის მიერ, სხვა პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. პირი, აპლიკაციის მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით, ადასტურებს და თანხმდება წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს მიწოდებული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. ამ შემთხვევაში, შპს "აპტოს", ისევე როგორც შესაბამისი უფლებამოსილი პირი, 15 დღის ვადაში გაასწორებს, განაახლებს, დაამატებს, დაბლოკავს, წაშლის, გაანადგურებს მიღებულ ინფორმაციას ან მიიღებს გადაწყვეტილებას მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ან სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე