ვეტერინარი/ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვეტერინარი/ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: ინვეტი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
ვეტერინარული კომპანია "ინვეტი" აცხადებს ვაკანსიას ვეტერინარის/ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "ინვეტი" საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წლის მანძილზე ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული ვეტერინარული პროდუქციით, ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად. "ინვეტი"-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსმახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა. ამჟამად კომპანია ფლობს სამ საწყობსა და 7 ფილიალს საქართველოს მაშტაბით.

სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმების მონიტორინგი და დროულად გეგმის შეუსრულებლობის საფრთხეების გამოვლენა;
** ფილიალში არსებული პროდუქტების ზედმიწევნით ცოდნა, თითოეულის მახასიათებლებისა და ეფექტების;
** ფილიალში პროდუქტების მერჩენდაიზინგის სტანდარტების შემუშავება;
** გაყიდვადი და მოთხოვნადი პროდუქტების სათანადოდ წარმოჩენა;
** გაყიდვების ტექნოლოგიების გაუმჯობესება მუდმივად, ქროსსელინიგისა და დამატებითი მიყიდვების უნარების განვითარება და რეალურად განხორციელება;
** დროულად ფილიალში პროდუქტების საჭიროებების დადგენა, შეკვეთების მენეჯერისთვის ინფორმაციის ზუსტი მიწოდება;
** ფილიალში მიღებული პროდუქტის ზუსტი აღრიცხვა;
** ფილიალში გასული პროდუქტების სწორად აღრიცხვა და პროგრამაში გატარება;
** ფილიალში შემოსული მომხმარებლის მაქსიმალური ინფორმირება პროდუქტებთან დაკავშირებით და დაინტერესება, კვალიფიციური კონსულტაციების გაწევა, მსხვილი ფერმერების შემთხვევაში შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან დაკავშირება;
** გაყიდვების ზრდისთვის იდეების და წინადადებების ინიცირება და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ვეტერინარული მიმართულებით აუცილებელია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Office-ის (Word, Excel) Power Point სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** სწორი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დატვირთულ სამუშაო პირობებში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

"ინვეტი" გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2020 წლის 31 ივლისამდე.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე