Digital კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Digital კონსულტანტი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 01 ივლისი / ბოლო ვადა: 01 აგვისტო
ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას Digital კონსულტანტის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: რუსთავი, მარნეული, თეთრიწყარო, ბოლნისი, გარდაბანი, წალკა, დმანისი.

შესარჩევი ეტაპი:

** კანდიდატების ონლაინ გასაუბრება;
** მოკლევადიანი თეორიული ონლაინ სწავლება.

სამუშაო გრაფიკი:

სტუდენტებზე მორგებული 4 საათიანი სამუშაო გრაფიკი. ჩვენ ვიწვევთ სამუშაოდ წარმატებულ სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს; ასევე კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს.

Digital კონსულტანტის პოზიცია ბანკში დასაქმების პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც ლიბერთიში რეალური კარიერული წინსვლის პირობაა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული/დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის სტუდენტები;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
** მნიშვნელოვანია უცხო ენების: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზირებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები;
** თითოეულ შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია; მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა;
** მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მათთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება. სერვისის პირობების და ვადების განმარტება;
** შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები და განახორციელოს კლიენტთა შეუფერხებელი და დროული მომსახურება;
** დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები;
** ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2020 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქის/რეგიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე