პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: McCANN Tbilisi
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"McCann Tbilisi" ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე გამოცდილ, მოტივირებულ და ენერგიულ პიროვნებას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ადგილობრივი და უცხოელი კლიენტებისგან პირველადი მოთხოვნის/ბრიფის მიღება და პასუხის გაცემა;
** კლიენტებთან შეხვედრების ორგანიზება, მათი სარეკლამო მოთხოვნების განხილვა და გამოვლენა;
** კლიენტების მოთხოვნის შესწავლა და მათზე მორგებული შეთავაზებების მომზადება;
** ახალი პროექტების მომზადება და მათი განვითარება;
** პროექტში ჩართულ პირებთან/გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა პროექტის სტატუსის მართვის მიზნით, რომ დროულად გამოავლინოს პროექტის მსვლელობის დროს შესაძლო პოტენციური პრობლემა ან შესაძლებლობა, ხოლო ასეთის არსებობის შემთხვევაში სათანადო მოქმედების შემუშავება;
** ყველა საჭირო პროცესის და პროცედურის შესრულება ხარისხის კონტროლის მიზნით;
** უზრუნველყოს რეგულარული ორმხრივი კომუნიკაცია კლიენტსა და გუნდს შორის, რომ მართებულად წარმოადგინოს როგორც გუნდი კლიენტთან, ასევე კლიენტის მოლოდინები გუნდთან;
** კომპანიის შესაძლებლობების და მომსახურების სრულფასოვანი ცოდნა, და მათი ეფექტურად კომუნიცირება კლიენტებთან;
** შეთავაზებების/პროექტების წარდგენა კლიენტებთან მათი დამტკიცების მიზნით და/ან მოდიფიკაცია კლიენტების კომენტარების მიხედვით;
** პროექტის ბიუჯეტის შედგენა/მართვა, ინვოისების გამოწერა და კლიენტისთვის მიწოდება;
** სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად სატენდერო შეთავაზების მომზადება და ტენდერებში მონაწილეობის მიღება მისი მოგების მიზნით;
** პროექტის ფარგლებში ფინანსურ და იურიდიულ დეპარამენტებთან კოორდინაცია და საჭირო ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** ყოველკვირეული ანგარიშების და პროექტების სტატუსების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგის ან სხვა მსგავს დარგში;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება სარეკლამო სფეროში;
** ძლიერი საპრეზენტაციო და მოლაპარაკების წარმოების უნარ-ჩვევები;
** კარგი საორგანიზაციო და დროის მენეჯმენტის უნარი;
** ადვილად ადაპტაციის უნარი სხვადასხვა გარემოში, როგორც კლეინტებთან ასევე სააგენტოს შიგნით გუნდში;
** გუნდის მოტივაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ბიზნესის კარგი შეგრძნება და უნარი იმუშაოს ბიუჯეტის ჩარჩოებში;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა;
** ​ინიციატივანი და გუნდურად მომუშავე.

ანაზღაურება: სახელფასო ისტორიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე

განაცხადის მიღების პროცედურები: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: office@mccann.com.ge. გთხოვთ, ელფოსტის საგანში მიუთითოთ ვაკანსიის სახელი "ვაკანსია: პროექტის მენეჯერი". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 17 ივლისი, 2020 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე