სოციალური მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: UM Georgia
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 17 ივლისი
"UM Georgia" ეძებს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე გამოცდილ, მოტივირებულ და ენერგიულ პიროვნებას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ბიუჯეტირება და მონიტორინგი;
** დამკვეთის სოციალური მედიის პლატფორმების მართვა/კონტენტის მომზადება (გუნდთან ერთად);
** ციფრული მარკეტინგის კამპანიების დაგეგმვა ყველა შესაძლო ციფრული არხის გამოყენებით;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის და ონლაინ ტრეფიკის მონიტორინგი, ანალიზი (ROI/KPI) და რეპორტინგი;
** ციფრული მარკეტინგის ტექნოლოგიური სიახლეების და ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და შემდგომი გამოყენება;
** ციფრული მარკეტინგის მიმართულებით პროექტების მართვა;
** ციფრული არხების ანალიტიკა.

მოთხოვნები:

** გამოცდილება: სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება 2 წელი
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი; სფერო: მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიები
** ენები: ქართული - ძალიან კარგი, რუსული - კარგი, ინგლისური - ძალიან კარგი

უნარები:

** დროის მართვის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** შემოქმედებითი აზროვნება
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

** შემდეგი პროგრამებით მუშაობის გამოცდილება: Facebook ads/business Manager, Google Analytics, Google Ads, Remarketing;
** თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ტრენდების ცოდნა ციფრულ მარკეტინგში;
** ​ინიციატივანი და გუნდურად მომუშავე.

ანაზღაურება: სახელფასო ისტორიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე

განაცხადის მიღების პროცედურები: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ მისამართზე: office@mccann.com.ge. გთხოვთ, ელფოსტის საგანში მიუთითოთ ვაკანსიის სახელი "ვაკანსია: სოციალური მედიის მენეჯერი". გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 17 ივლისი, 2020 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე