ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: იფქლი დიღომი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
შპს "იფქლი დიღომი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა თბილისი, დიღმის მასივი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნა/მიღება/შემოწმება/დაარქივება
** მონაცემთა ბაზაში მონაცემების შეყვანა
** ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშების კონტროლი;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება;
** კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

მოთხოვნები:

** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება: საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით
** საბუღალტრო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება (ზედნადებები, ფაქტურები) RS.ge-ზე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება(სასურველია INFO);

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნონ CV მისამართზე ipklihr@gmail.com ელ.ფოსტის გამოგზავნისას subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე