პროექტის კოორდინატორის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის კოორდინატორის თანაშემწე
მომწოდებელი: მთის ამბები
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
"მთის ამბები" აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის თანაშემწის პოზიციაზე თბილისის ოფისში.

პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით მაღალმთიან დასახლებებში მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვაში, ორგანიზებასა და შესრულებაში მონაწილეობა / კოორდინატორის დახმარება (რეგიონებში მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
** პრობლემების კვლევა, ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება;
** ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება);
** მთის სათემო ორგანიზაციების კოორდინაცია და მათი განვითარების მხარდაჭერა;
** თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა;
** ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი;
** "მთის ამბების" (www.Mtisambebi.ge) საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარები;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);
** მაღალმთიანი რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
** შემოქმედებითი ხედვა;
** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);
** ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის კარგი გამოცდილება (აუცილებელია);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენთუზიაზმი, ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ანაზღაურება - 1500 ლარი (გადასახადების ჩათვლით).

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: vacancy.icn@gmail.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.

შერჩეულ პირებს გასაუბრების მიზნით საინფორმაციო ცენტრების ქსელი თავად დაუკავშირდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე