ვიდეო ოპერატორი/მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვიდეო ოპერატორი/მემონტაჟე
მომწოდებელი: ICN
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
BBC Media Action-ის მხარდაჭერით საინფორმაციო ცენტრების ქსელმა (ICN) დაიწყო ახალი, სამწლიანი პროგრამის განხორციელება. პროგრამის ფარგლებში ICN გამოცემებისთვის მთის ამბები/რეგინფო აცხადებს ვაკანსიას ვიდეოოპერატორი/მემონტაჟის პოზიციაზე თბილისის ან კახეთის ოფისში.

ანაზღაურება 1800 ლარი; (ანაზღაურება მითითებულია გადასახადების ჩათვლით).

მოთხოვნები:

** ოპერატორ/მემონტაჟედ მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია ახალ მედიაში);
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ჟურნალისტიკის ან მომიჯნავე სფეროში;
** შემოქმედებითი ხედვა;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ;
** სამონტაჟო პროგრამა Adobe Premiere Pro-ს კარგი ცოდნა;
** სოციალური მედიის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად);
** ავტომობილის მართვის B კატეგორია და მართვის გამოცდილება (მიიჩნევა უპირატესობად);
** კრეატიულობა, ენერგიულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

ძირითადი მოვალეობები:

mtisambebi.ge და reginfo.ge-თვის აქტუალურ საკითხებზე სიუჟეტების, რეპორტაჟების გადაღების დაგეგმვა, გადაღება, მონტაჟი. საჭიროებისამებრ გადაცემების ჩაწერა საველე პირობებში.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: vacancy.icn@gmail.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.

შერჩეულ პირებს გასაუბრების მიზნით საინფორმაციო ცენტრების ქსელი თავად დაუკავშირდება.

http://www.Mtisambebi.ge საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსია. პროექტის მიზანია ისეთი დასახლებებიდან, როგორიცაა თუშეთი, ხევსურეთი, ფშავი, მთიულეთი, ხევი, თრიალეთი, სამცხე - ჯავახეთი, მთიანი აჭარა, რაჭა - ლეჩხუმი და სვანეთი მულტიმედია რეპორტაჟების მომზადება და გავრცელება. გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მთიან რეგიონებში არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობას.

http://www.Reginfo.ge ინტენსიურად აშუქებს საქართველოს რეგიონებში მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან პრობლემებს ახალი ამბებისა და რეპორტაჟების საშუალებით; მონიტორინგს უწევს ადგილობრივი თვითმმართველობისა და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე