საწყობში მტვირთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობში მტვირთავი
მომწოდებელი: პეანი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
შპს "პეანი" აცხადებს ვაკანსიას საწყობში მტვირთავის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.
ანაზღაურება: ხელფასი + ბონუსი 650 - 750 ლარი (ტვირთმცლელზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირს დამატებითად დაემატება ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით).

სამუშაო გამოცდილება: სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.
სამუშაო ადგილი: საბურთალო, ქავთარაძის ქუჩა #28-30; მაღაზია "კაფელის სახლი"
სამუშაო საათები: 10:00 -18:30 კვირაში ექვსი დღე.

სამსახურებრივი მოვალეობა:

საწყობში შემოსული საქონელის ჩამოტვირთვა, დატვირთვა, დასაწყობება და სხვა სახის სამუშაოების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ტვირთმცლელზე მუშაობის გამოცდილება
** რთულ სამუშაო გარემოში მობილიზების უნარი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა, ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

მიღებაზე განიხილება მხოლოდ მამაკაცების კანდიდატურა 20-დან 40 წლის ჩათვლით.

რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით და აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანსია ელ-ფოსტაზე: cvceramichouse@yahoo.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე