გამყიდველ-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამყიდველ-კონსულტანტი
მომწოდებელი: კარტლისი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
აგრო კომპანია "კარტლისი" აცხადებს ვაკანსიას გამყიდველ-კონსულტანტის თანამდებობაზე, 23-45 წლის ასაკის მქონე ქალის ან მამაკაცისათვის.

სამუშაო ადგილი:

1. ქ. წნორი (ქალაქის ცენტრი);
2. ლაგოდეხის რ-ნი ს. ცოდნიკარი

სამუშაო საათები: სამუშაო დღე სრული განაკვეთით

მოვალეობები:

** კონსულტაციების გაწევა ფერმერებისათვის;
** გაყიდვების წარმოება მაღაზიაში;
** პროდუქციის გაყიდვებთან დაკავშირებული აქციების ჩატარება.

ცოდნა და უნარ-შესაძლებლობები:

** სასურველია განათლება მცენარეთა დაცვის ან აგრონომის სპეციალობით; შესაძლებელია ფარმაცევტული განათლება;
** გამოცდილება სოფლის მეურნეობის სფეროში;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** გაწონასწორებულობა, მაღალი თვითკონტროლი;
** რთულ სიტუაციებში კომუნიკაციის უნარი;
** კარგი მეტყველების უნარი.

შერჩეული კანდიდატი გაივლის ანაზღაურებად სტაჟირებას სამთვიანი გამოსაცდელი ვადით. ამ პერიოდის განმავლობაში მას ჩაუტარდება უფასო ტრეინინგები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე: vacancy@cartlis.ge, ასევე დაგვიკავშირდით ნომერზე 599 03 77 06. სათაურში მიუთითეთ სამუშაოს ადგილი, სადაც გსურთ დასაქმება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე