მცხობელის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელის დამხმარე
მომწოდებელი: ბაბუს პური
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "ბაბუს პური" ახალი ქართული ბრენდია პურ-ფუნთუშეულის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანია ზრდასთან ერთად, ეძებს ახალ მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს, რომლებითაც დაკომპლექტდება ჩვენი მეგობრული, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენთან ერთად!

კომპანია ეძებს მცხობელის დამხმარეს.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სამუშაო გრაფიკი ცვლებში, ყოველ მე-3 დღეს 24 საათიანი ცვლა;
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** საწყისი ანაზღაურება 500 ლარი;
** სხვადასხვა ბენეფიტს;

იმისთვის, რომ დასაქმდე ჩვენთან:

მთავარია გქონდეთ სურვილი და მოტივაცია თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენს საერთო საქმეში, ისწავლოთ და განვითარდეთ ჩვენთან ერთად.

თუ თვლით, რომ სამუშაოს არსებითი სპეციფიკა და შინაარსი შეესაბამება თქვენს გამოცდილებასა და მოტივაციას, გთხოვთ, გამოგვიგზვანოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე - hr@bsbg.com.ge (სათაურის ველში ე.წ. subject title მიუთითეთ პოზიციის დასახელება)

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 30 ივლისი.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბაბუს პურის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე 18 თვის ვადით.

"ბაბუს პური" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე