ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ფარაკო
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
შპს "ფარაკო" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი
ანაზღაურება - 800-დან 1500 ლარამდე (კვალიფიკაციის მიხედვით)
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების ასახვა;
** ზედნადებების/ანგარიშფაქტურების კონტროლი;
** დებიტორ-კრედიტორებთან შედარება და აქტების მომზადება;
** ძირითადი საშუალებების პერიოდულად აღწერა და კონტროლი;
** ინვენტარიზაციის აქტების მომზადება და შედეგების აღრიცხვა;
** მთავარი ბუღალტრის მხრიდან, ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
** სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების მიმართულებით);
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** აუცილებელია RS-ის პორტალზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია რელევანტურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა "FINA"-ის და "Oris"-ის ცოდნა;
** აუცილებელია "MS Office"-ის ცოდნა;
** ACCA დონის სერთიფიცირება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული; პუნქტუალური.

დაინტერესებულმა პირებმა 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: paraco.co@yahoo.com გამოაგზავნეთ შემდეგი დოკუმენტები:

** რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად,
** სასურველია ასევე დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების დასკანერებული ასლები.

გაითვალისწინეთ, რომ კომპანია ჩქარობს კადრის შერჩევას, შესაბამისად კანდიდატებს, რომლებიც უმოკლეს დროში დაგვიკავშირდებიან, ექნებათ უპირატესობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე