გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 18 ივლისი
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000659
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: გაყიდვები
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება.
** სფერო: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება.

განათლება: სტუდენტი, ბაკალავრი.

ენების ცოდნა:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი.

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** ვაკანსია ცხადდება საბურავების, ზეთებისა და ნაწილების მიმართულებით.
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და მომხმარებლის მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით);
** კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;
** პროდუქციის სასაწყობო ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში, სტაჟიორ-კონსულტანტის სწავლება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/659

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 18 ივლისი, 2020 წ.

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე