ქარხნის ლაბორატორიის ქიმიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქარხნის ლაბორატორიის ქიმიკოსი
მომწოდებელი: წყალი მარგებელი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სს "წყალი მარგებელი" აცხადებს ვაკანსიას გურიაში, ქარხნის ლაბორატორიის ქიმიკოსის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურია, სოფ. ნაბეღლავი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი
დამატებითი სარგებელი: ტრანსპორტირება, კვება, ჯანმრთელობის დაზღვევა

ძირითადი მოვალეობები:

** სასმელი, მინერალური წყლისა და უალკოჰოლო სასმელების ნედლეულისა და მზა პროდუქციის გეგმიური და რიგგარეშე ქიმიური კონტროლის წარმოება;
** ნედლეულისა და მზა პროდუქციის ქიმიური ანალიზების დროულად და ზუსტად ჩატარება; გამოცდების შედეგების გაცემა შესაბამისი სამსახურისათვის;
** ქიმიური გამოცდებისათვის საჭირო ხსნარებისა და ინდიკატორების მომზადება.
** ქიმიური ანალიზებისათვის განკუთვნილი დანადგარებისა და საზომი აპარატურის გამართულობის კონტროლი; დაკვირვებების წარმოება, დანადგარების ანათვალების აღება;
** ქიმიური გამოცდებისათვის განკუთვნილი დანადგარებისა და საზომი საშუალებების შემოწმება და დარეგულირება.
** ქიმიური გამოცდების შედეგების მეთოდური დოკუმენტების დამუშავება და გაფორმება;
** ნედლეულის, დამხმარე მასალებისა და მზა პროდუქციის ანალიზების ჟურნალებისა და ფორმების დადგენილი წესების მიხედვით შევსება
** რეაქტივების, ტიტრიანი ხსნარების, ლაბორატორიული აპარატების, შესაბამის მდგომარეობაში ყოფნაზე ზრუნვა;
** რეაქტივების და ლაბორატორიის ჭურჭლის შემოსავალ-გასავლის აღწერა.
** ტექნიკურ დოკუმენტაციის შედგენაში მონაწილეობა
** ქიმიურ ექსპერიმენტებში მონაწილეობა.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ ან საბუნებისმეტყველო დარგებში;
** სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** არაორგანული, ანალიზური და ორგანული ქიმიის ზოგად საკითხების ცოდნა;
** კომპიუტერული უნარები (MS Office)
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი, დეტალებზე ორიენტირებული
** აკურატული
** დისციპლინირებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი, 2020 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ.ფოსტაზე: vacancy@healthywater.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე