ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: მეპერსი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"მეპერსი" გახლავთ წამყვანი და მზარდი საინჟინრო საპროექტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია ამიერკავკასიაში გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, ხანძარქრობისა და წყალმომარაგების სისტემების სფეროში.

ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ბრენდების, მაღალი ხარისხის პროდუქციას, უფასო კონსულტაციებს, პროექტირებას, მონტაჟს, გაყიდვების შემდგომ საგარანტიო მომსახურებასა და ქარხნულ გარანტიას.

დაკავებული თანამდებობა: ხარჯთაღმრიცხველი

თანამდებობის მიზანი/მოკლე აღწერა:

მიმდინარე პროექტების ხარჯთაღრიცხვის შედგენა/განახლება/კორექტირება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ამონაკრების საფუძველზე პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა მასალების სპეციფიკაციისა და ტიპის მიხედვით;
** პროექტის ნახაზების საფუძველზე მასალათა სპეციფიკაციების შემოწმება და განსაზღვრა;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა;
** სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისობის (ფასი, მოცულობა და ა.შ.) დადგენა, ანალიზი;
** აქტიური ჩართულობა პროექტის ბიუჯეტის შემუშავების პორცესში;
** პროექტში ჩართულ მხარეთა არქიტექტორებისგან/ინჟინრებისგან პროექტთან დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის მოთხოვნა, განმარტებით შეხვედრებზე დასწრება;
** სამშენებლო მასალების ფასების მოკვლევა როგოც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო მომწოდებლებთან და შესაბამისი ბაზის წარმოება;
** ყოველთვიური ანგარიშის მომზადება თითოეული ეტაპის მიმდინარეობის შესახებ პროექტის მენეჯერთან შეთანხმებით.
** განათლება
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური ან ფინანსების მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

აუცილებელი ცოდნა და უნარები: სამშენებლო პროცესების ცოდნა

ენები:

** ინგლისური - მაღალ დონეზე
** რუსული - მაღალ დონეზე (სასურველია)

კომპიუტერული პროგრამები:

** AutoCad და ArchiCad
** MS Project (სასურველია)
** Excel (მაღალ დონეზე)

უნარები:

** გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სხვების სწავლების უნარი;
** ინიციატიურობა.

მუშაობის გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00-19:00

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელ. ფოსტის მისამართზე: g.valevich@meppers.com

http://www.meppers.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე