მძღოლი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი-ექსპედიტორის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი. ჯამური ანაზღაურება 900-1100 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებით სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება, წინასწარ განსაზღვრული მარშუტის მიხედვით.
** საქონლის ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა და სავაჭრო ობიექტში დანიშნულების ადგილზე შეტანა/განთავსება
** კლიენტთან ანგარიშსწორების წარმოება, ნავაჭრი თანხის მიღება და კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეტანა
** სალაროს აპარატზე პასუხისმგებლობა; დღის შემაჯამებელი ფურცლისა და Z ანგარიშის მიწოდება შესაბამისი პირისთვის;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო)
** სატვირთო მანქანის მართვის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი
** B.C კატეგორიის მართვის მოწმობა
** ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება)

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
** შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული

სხვა მითითებები:

ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი, 2020 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ. ფოსტაზე: hr@engadi.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე