შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯეო-გლასს
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
კომპანია "ჯეო-გლასს"-ი საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 2009 წლიდან, კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს მინისა და ალუმინის წარმოება, რეალიზაცია, პროექტების დაგეგმვა და შესრულება.

კომპანია "ჯეო-გლასს"-ი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომწოდებლების მოძიება, შერჩევა და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შეთანხმება და მიღწევა;
** სარეალიზაციო მასალების ხარისხის კონტროლი;
** შესყიდვების ეფექტურად დაგეგმვა და კონტროლი;
** საბაჟო პროცედურების წარმართვა/შესრულება;
** მომწოდებლების რეგულარული მონიტორინგი საუკეთესო ფასის მისაღებად;
** ხარჯების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების/ეკონომიკის ან მონათესავე მიმართულებით;
** საგადასახადო და იურიდიული საკითხების ზოგადი ცოდნა;
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო სფეროში შესყიდვებზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით Excel);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები/უნარ-ჩვევები:

** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** მათემატიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ
ლოკაცია: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ჩიხი 5/7
სახელფასო ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასი 1000-2000
ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** კომფორტულ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს.
** წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას
** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (სასურველია ფოტოსურათით) შემდეგ მისამართზე: hr@geoglass.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. (შესყიდვების მენეჯერი).

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 15 ივლისი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე