კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "აგროჰაბი" არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი - ე. ანდრონიკაშვილის 151.

ძირითადი მოვალეობები:

** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ახალი მომწოდებლის მოზიდვა და მათთან მოლაპარაკებების წარმოება;
** საფასო პოლიტიკის სწორად დაგეგმვა/კონტროლი;
** მერჩენდაიზინგის მართვა;
** ასორტიმენტის მართვა;
** საქონლის ნაშთების მართვა;
** აქციებთან დაკავშირებული ყველა პროცედურის მართვა/კონტროლი;
** ყოველთვიული გაყიდვების დაგეგმვა;
** კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა სტანდარტების შესაბამისად რეპორტების მომზადება და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** FMCG სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office; APex;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@agrohub.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე