ტექნიკური სერვისების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური სერვისების მენეჯერი
მომწოდებელი: ემ პი დეველოპმენტი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
"ემ პი დეველოპმენტი" საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფის - "ვისოლი"-ს შვილობილი კომპანიაა. კომპანია ბაზარზე ოპერირებს უძრავი ქონების მიმართულებით.

"ემ პი დეველოპმენტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სერვისების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

1. კომპანიის საკუთრებაში არსებული ობიექტების ტექნიკური მონიტორინგი, რაც მოიცავს:

** გათბობა-გაგრილების და ვენტილაციის სისტემების კონტროლს;
** ელექტრო სისტემებების კონტროლს;
** სანტექნიკური ქსელების კონტროლს;
** სახანძრო სისტემების კონტროლს;
** ლიფტების, ტრაველატორების და ესკალატორების მუშაობის კონტროლს;
** შენობა-ნაგებობის ინტერიერის და ექსტერიერის დაზიანებების ან/და ცვლილებების კონტროლს;

2. მონიტორინგის შედეგების რეპორტინგი;
3. ობიექტებზე არსებული ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა;
4. ტექნიკური პრობლემების სწორი ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალისტების ჩართვა მის აღმოსაფხვრელად;
5. კომუნალური ხარჯების ანალიზი და პერმანენტული მუშაობა მათ ოპტიმიზაციაზე;
6. ობიექტებზე შრომის უსაფრთხოების წესების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აღნიშნული მიმართულებით მუშაობის 5 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გადაწყვეტილებათა მიღების უნარი;
** შრომისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: wissolcareer@wissol.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე