გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ზუგდიდი პალასი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
შპს "ზუგდიდი პალასი" საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფის - "ვისოლი"-ს შვილობილი კომპანიაა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.

"ზუგდიდი პალასი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. ზუგდიდში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტების მოძიება
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და ხელშეკრულების გაფორმება
** ბაზრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
** ბაზარზე კლიენტებთან კონკურენტების პოზიციის, არსებული სიტუაციის, ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეკრება და ანალიზი
** პრეზენტაციების ჩატარება
** შეკვეთების მიღება არსებული მომხმარებლისგან
** ხელშეკრულების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
** უცხო ენის ცოდნა (რუსული, ინგლისური)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ლიდერული უნარ-ჩვევები, ენერგიულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავდაჯერებულობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობების წარმართვის უნარი;
** გადაწყვეტილებათა მიღების უნარი;
** შრომისა და დროის სწორად განაწილების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: wissolcareer@wissol.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15 ივლისი.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე