სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა
მომწოდებელი: USAID Zrda Activity
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
თანდართული ფაილი: 269127_RFA_110_8197647.zip
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი "Zrda" არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკურიგანვითარების ხელშეწყობას სამიზნე რეგიონებში. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს:

** მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება;
** სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა;
** მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; და, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.

შედეგად, ზრდა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მცირე და საშუალო საწარმოების და შიდა მეურნეობების შემოსავლების ზრდას ადგილობრივი თემების გაძლიერების მიზნით.

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი "ზრდა საქართველოში" და სსიპ "დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო" აცხადებენ ერთობლივ საგრანტო კონკურსს, # 110-2005-011-S-2020, 240 კვ.მ. სასათბურე მეურნეობები მოწყობის მხარდაჭერის მიზნით. საგრანტო პროგრამის ჯამური თანხა შეადგენს 200000 ლარს, რომელიც გამოყოფილია "ზრდა პროექტისა" და "დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო" თანაბარი თანხობრივი მონაწილეობით. გრანტების გაცემა განხორციელდება პროექტ "ზრდას" გრანტების მართვის შინაგანაწესის, სსიპ "დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო"რეგულაციებისა და ასევე USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამთავრობო რეგულაციების შესაბამისად.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 30 ივლისი. დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება.

გთხოვთ, სრული ინფორმაცია იხილოთ თანდართულ დოკუმენტში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე