ვებ დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვებ დიზაინერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
სს "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს სთავაზობს სადაზღვევო პროდუქტების ფართო სპექტრს როგორც საცალო, ისე კორპორატიული დაზღვევის მიმართულებით.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ვებ დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი;
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** გექნებათ კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქტების მიხედვით ფეისბუქ კამპანიებისთვის საჭირო ვიზუალური მასალების მომზადება;
** ბლოგებისთვის, ნიუსლეთერებისთვის და Landing page-ებისთვის დიზაინის შექმნა;
** პროდუქტების მიხედვით ბანერების აწყობა და Landing page-ების მომზადება;
** Mock up-ების შექმნა და საჭიროებიდან გამომდინარე usability test-ების განხორციელება;
** ვებ გვერდისთვის Online.tbcinsurance.ge ვიზუალური მასალის შექმნა და განთავსება;
** სადაზღვევო პროდუქტებისთვის საჭირო დიზაინის შექმნა ან არსებულის გაუმჯობესება;
** UX დიზაინი და ანიმაციური ბანერის დამზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია Adobe illustrator-ში და Adobe Photoshop-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დროის მართვა, ორგანიზებულობა;
** პროაქტიულობა და ინიციატივა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანსწრაფულობა და ორიენტაცია პროფესიულ განვითარებაზე;
** შედეგებზე ორიენტირებულობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2020 წლის 20 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ვებ დიზაინერი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე