სოციალური მედიის მენეჯერი/ქოფირაითერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი/ქოფირაითერი
მომწოდებელი: სულაკაურის გამომცემლობა
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
"სულაკაურის გამომცემლობა" ეძებს სოციალური მედიის მენეჯერს.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

თუ:

** გიყვარს კითხვა;
** თვალყურს ადევნებ თანამედროვე საუფროსო და საბავშვო ლიტერატურულ ტენდენციებს;
** შეგიძლია გამართულად წერა და სათქმელის მოკლედ ჩამოყალიბება;
** გაქვს სოციალური მედიის მართვის გამოცდილება;

მაშინ შენ ის ხარ, ვინც ჩვენ გვჭირდება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, YouTube) განვითარება, კამპანიების დაგეგმვა და მართვა;
** კომპანიის Facebook და Instagram გვერდების განვითარება, კონტენტ გეგმის შემუშავება;
** კონტენტის მომზადების და განთავსების ორგანიზება - ტექსტური კონტენტის შექმნა, ვიზუალური კონტენტის შექმნა დიზაინერთან ერთად;
** ცალკეული პროექტების/პროდუქტების კამპანიების დაგეგმვაში ჩართულობა, სოციალურ მედიაში კომუნიკაციის ნაწილში;
** რეკლამირება - დაგეგმვა, ადმინისტრირება და რეპორტინგი;
** მიზნობრივი აუდიტორიების განსაზღვრა და რეკლამირებაში (Facebook Ads Manager) მონაწილეობა;
** სოციალურ ქსელებში სწორი და ოპერატიული უკუკავშირი და მონიტორინგი;
** სოციალურ მედიაში წარმოებული კომუნიკაციის და შედეგების ყოველთვიური ანგარიშის მომზადება და წარდგენა შესაბამის სტრუქტურასთან.

აუცილებელი უნარები:

** გამართულად წერის უნარი;
** სოციალური ქსელების ეფექტიანად გამოყენების უნარი;
** სწრაფი და გამართული კომუნიკაციის უნარი;
** Business Manager, Ads Manager-ის სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მენეჯემენტის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@sulakauri.ge და სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ "სოციალური მედიის მენეჯერი/ქოფირაითერი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 13 ივლისი, 2020 წ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე