შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე, წილკანში.

"Global Beer Georgia" (GBG) ქართული ლუდის ბაზრის ინოვაციური და წამყვანი მოთამაშეა. კომპანია წარმართავს ოპერაციების სრულ პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგს და გაყიდვებს.

კომპანიების ბრენდებია: "აისი", "კაიაკი", "ყაზბეგი", "შავი ლომი", "კრუშოვიცე", "ამსტელი", "ჰეინეკენი", და ლიმონათი "ყაზბეგი". GBG საერთაშორისო კომპანია "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. კომპანიის მიზანია ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიის და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანა.

კომპანიის განვითარება დამოკიდებულია ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმზე. ჩვენ ვაცნობიერებთ ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და გთავაზობთ, დასაქმდეთ მზარდ და განვითარებად კომპანიაში, შეიქმნათ სრულფასოვანი კარიერა და თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოს ლუდის და გაზიანი გამაგრილებელი სასმელების ინდუსტრიის განვითარებაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება;
** მოთხოვნების განსაზღვრა და შესყიდვების შესაბამისი დაგეგმვა;
** შესყიდვების პროცესის წარმართვა შესაბამისი წესების დაცვით და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** რისკების შეფასება და მართვა;
** შესაბამისი ანგარიშების წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** შესყიდვების სპეციალისტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია FMCG სექტორში);
** სასურველია საბაჟო პროცედურების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა (MS Word, Excel).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ.ფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შპს "გლობალ ბიერ ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს/CV-ის გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე