კონტენტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 15 ივლისი
შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ჯითექსი" 13 წელია რაც ბაზარზე არსებობს და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, collezione, OVS, Enzahome, Terranova, Englis Home, matalan.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიაში შემავალი ონლაინ კომერციის საიტების შინაარსობრივი ნაწილის მართვის უზრუნველყოფა;
** ტექსტური ინფორმაციის ხარისხიანად და ეფექტურად ორგანიზება/ჩამოყალიბება/განთავსება;
** ვებ-გვერდების უზრუნველყოფა ტექსტებით, სურათებით და სხვა საჭირო კონტენტით;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია საჭიროების შემთხვევაში;
** ონლაინ გაყიდვების სტიმულირებისთვის ონლაინ მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვა/ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** განსაზღვრულ ვადებში რეპორტების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.

ძირითადი მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატი:

** სასურველია უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან/და PR-ის მიმართულებით;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზისო, გამოყენების დონეზე (MS Word, Excel);
** უპირატესობად ჩაითვლება ონლაინ კომერციისა და ბლოგის ტიპის პორტალების ცოდნა/მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია გამართულად წერის უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** სასურველია ტექსტური გვერდების რედაქტირების გამოცდილება;

პოზიციისთვის მნიშვნელოვანი პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი და ორგანიზებული;
** ინიციატივიანი;
** კრეატიულად აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს იმ ღირებულებების მატარებელი, რასაც იზიარებს კომპანიის გუნდი:

** ერთმანეთის მხარდაჭერა;
** ურთიერთპატივისცემა და კეთილგანწყობა;
** სიახლეებისადმი ღიაობა;
** ინიციატივის გამოჩენა და იდეების ღიად გაზიარება;
** შრომისმოყვარეობა;
** მუდმივად განვითარებაზე ზრუნვა;
** მიღებული ცოდნის სხვებისთვის გაზიარება.

დეტალები ვაკანსიის შესახებ:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე (09:00-18:00 სთ);
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 90;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (ფიქსირებული)

ვაკანსიით დაინტერესებულებმა, გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gtex.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "content manager".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15.07.2020

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე