ციფრული მარკეტინგის და სოც. მედიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის და სოც. მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: BS Metal Group
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "BS Metal Group"-ის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოება და იმპორტი საქართველოში. ჰიპერმარკეტი "BSMG"-ის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა.

"BSMG ჰიპერმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის და სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად
** კომპანიის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება;
** არსებული საიტისა და სოციალური ქსელების მართვა, განვითარება;
** სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა, ბიუჯეტის შემუშავება და მონიტორინგი;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულება;
** საკომუნიკაციო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** მომხმარებელთან ელექტრონული კომუნიკაცია;
** SEO ოპტიმიზაცია;
** Google Ads-ის გამოყენება;
** Facebook Pixel-ის გამოყენება
** ციფრული არხებისთვის ყოველდღიური კონტენტის შექმნა (ზოგადი პოსტების, ღონისძიებების, პარტნიორი ბრენდების აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის განთავსება)
** ციფრული არხებისთვის ვიზუალური კონტენტის შექმნა (ზოგადი პოსტები, ღონისძიებები)
** სოციალურ ქსელებში შემოსულ ნებისმიერ კითხვაზე რეაგირება
** ინტერნეტ სივრცეში სარეკლამო კამპანიების დაგეგმარება, ბიუჯეტირება და მონიტორინგი
** ვებგვერდის კონტენტის მართვა - ინფორმაციის განთავსება, ვიზუალური მხარის უზრუნველყოფა
** ციფრული პროექტების კოორდინირება - საიტების და აპლიკაციების შექმნის პროცესის მართვა, ციფრულ სააგენტოებთან თანამშრომლობა
** მარკეტინგის გუნდთან ერთად სხვასხვა მარკეტინგულ აქტივობებში/ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** Adobe Photoshop, Adobe Illustrator-ის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად;
** SEO ოპტიმიზაციის უნარები და გამოცდილება;
** სამშენებლო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** Facebook სარეკლამო კამპანიის მართვის და რეკლამის განთავსების საფუძვლების ცოდნა.
** Youtube, MyMarket, LinkedIn, Facebook-ის მართვა.

პიროვნული თვისებები:

** სწრაფად აზროვნებისა და ანალიტიკის უნარი
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი
** კომუნიკაბელურობა, მომხმარებელთან სწორად კომუნიკაციის უნარი
** კრეატიულად აზროვნების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@bsmg.ge და bsmginfo@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ, რომ შპს "BS Metal Group"-მა 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე