შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: BS Metal Group
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "BS Metal Group"-ის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოება და იმპორტი საქართველოში. ჰიპერმარკეტი "BSMG"-ის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა.

"BSMG ჰიპერმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად
** ნარჩენების მართვის, სახანძრო და შრომის უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუდმივი ინფორმირებულობა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულებაზე მონიტორინგისა და შიდა კონტროლის სტანდარტების დაცვა
** კომპანიაში შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კულტურის დანერგვასთან დაკავშირებით წინადადებების ინიცირება;
** შრომის პიროებების მუდმივი მონიტორინგი;
** ობიექტებზე რისკების შეფასება და პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა/გატარება;
** სახელმძღვანელოების/ინსტუქციების პერიოდული განახლება კანონმდებლობისა და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად და გეგმიური ინსტრუქტაჟების ჩატარება;
** თანამშრომლებისთვის ინსტუქტაჟების დროდადრო ჩატარება.
** ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების გამართულობის მონიტორინგი.
** უბედური შემთხვევების, ინცინდენტებისა და საწარმოო ტრავმების აღრიცხვა, გამომწვევი მიზეზების შესწავლა/მოკვლევა და მათი შესაძლო აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების მომზადება;
** თანამშრომელთა დაცვითი საშუალებებით უზრუნველყოფა.
** სახანძრო ინსტრუქციების შემუშავება და იმიტაციების ჩატარება (ყოველწლიურად)
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა.
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სახანძრო და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით გავლილი ტრენინგების დამადასტურებელი სერთიფიკატის ფლობა;
** იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის და მასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურიბა.
** თავაზიანობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** დისციპლინირებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@bsmg.ge და bsmginfo@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ, რომ შპს "BS Metal Group"-მა 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე