შესყიდვების/იმპორტის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების/იმპორტის სპეციალისტი
მომწოდებელი: BS Metal Group
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "BS Metal Group"-ის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოება და იმპორტი საქართველოში. ჰიპერმარკეტი "BSMG"-ის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა.

"BSMG ჰიპერმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების (იმპორტის) სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა, შედარება
** შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების კონტროლის უზრუნველყოფა
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** მომწოდებლებთან კომუნიკაციის სპეციფიკის შესწავლა.
** შესყიდვის ობიექტზე ბაზრის კვლევის განხორციელება.
** მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა-დამუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა.
** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება. პროფორმების მიღება/შემოწმება.
** ლოჯისტიკის პროცესების მართვა-პროდუქციის საერთაშორისო გადაზიდვის, საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა, კონტროლი
** მომწოდებლებისთვის გადარიცხვების მომზადება და კონტროლი.
** შეკვეთის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება.
** საწყობებთან და ვაიზერებთან კომუნიკაცია და მათთან ურთიერთობის სპეციფიკის შესწავლა
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მნიშვნელოვანი და არსებითი დავალებები.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესყიდვების (იმპორტის) სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, MS Word, MS Power Point, Outlook),
** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** აუცილებელია უცხო ენების ცოდნა - თურქული.
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** ზეპირ-სიტყვიერი და წერითი კომუნიკაციის კარგი უნარები.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** ორგანიზებულობა.
** დისციპლინირებულობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@bsmg.ge და bsmginfo@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ, რომ შპს "BS Metal Group"-მა 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე