გაყიდვების აგენტი/პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი/პრისელერი
მომწოდებელი: BS Metal Group
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "BS Metal Group"-ის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოება და იმპორტი საქართველოში. ჰიპერმარკეტი "BSMG"-ის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა.

"BSMG ჰიპერმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის (პრისელერი) პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად
** სავაჭრო და სამშენებლო ობიექტებთან ვიზიტების დაგეგმვა და მოლაპარაკების წარმოება.
** არსებული სამშენებლო სარემონტო მასალების ბაზრის კვლევა და ანალიზი
** უზრუნველყოს არსებული ყველა სახეობის პროდუქციის რეალიზაცია.
** გარე გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა
** უზრუნველყოს სავაჭრო და სამშენებლო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება.
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში
** სავაჭრო და სამშენებლო ობიექტებში პროდუქციის დროული მიწოდების კონტროლი.
** ყოველდღიურად აწარმოოს რაპორტი, (ანგარიში) ჩატარებული სამუშაოს და შედეგების შესახებ.
** შეისწავლოს პროდუქციის მახასიათებლები.
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** სასურველია მსგავს სფეროში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესად.
** აუცილებელია მართვის მოწმობა.
** სასურველია უცხო ენის ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დისციპლინირებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@bsmg.ge და bsmginfo@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ, რომ შპს "BS Metal Group"-მა 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე