უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: BS Metal Group
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "BS Metal Group"-ის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოება და იმპორტი საქართველოში. ჰიპერმარკეტი "BSMG"-ის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა.

"BSMG ჰიპერმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების კამერების მეთვალყურე თანამშრომლის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად
** ჰიპერმარკეტის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის უზრუნველყოფა.
** სამეთვალყურეო კამერების მონიტორინგი.
** მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მუდმივი დაკვირვებისა და კონტროლის წარმოება.
** ობიექტზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** სასურველია მსგავს სფეროში გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
** დისციპლინირებულობა.
** თავაზიანობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ოპერატიულად რეაგირება.
** ორგანიზებულობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@bsmg.ge და bsmginfo@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ, რომ შპს "BS Metal Group"-მა 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე