ჰიპერმარკეტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰიპერმარკეტის მენეჯერი
მომწოდებელი: BS Metal Group
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "BS Metal Group"-ის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოება და იმპორტი საქართველოში. ჰიპერმარკეტი "BSMG"-ის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა.

"BSMG ჰიპერმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ჰიპერმარკეტის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად.
** საცალო და საბითუმო ვაჭრობის და მომსახურების სფეროსთვის ყურადღების მიქცევა (სტრატეგიული გეგმების შემუშავება).
** მომხმარებლის რაოდენობის ზრდისა და გეგმის შესრულების მიზნით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა/მონაწილეობის მიღება.
** პროდუქციის გაყიდვებში აქტიური მონაწილეობა/კონტროლი (გაყიდვების განყოფილებასთან ერთად).
** მომხმარებლის მოთხოვნის შესწავლა, პერიოდული შედეგების კვლევა/ანალიზი.
** სამოქმედო გეგმის შედგენა და მიმდინარე სამუშაოს კონტროლი.
** პოტენციური მომწოდებლის მოძიება, სარეალიზაციო საქონლის შერჩევა, პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა - ახალი ბრენდების მოძიება (შესყიდვების განყოფილებასთან ერთად).
** პროდუქციის ფასების, ღირებულების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** მომხმარებლებისთვის საბონუსე დაგროვების ბარათების დანერგვა, სტრატეგიის განსაზღვრა და მისი განხორციელების გეგმის შემუშავება, (კონტროლის გაწევა დაგროვებული ქულების სწორად აღრიცხვაზე).
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის დავალებებისა და მითითებების მიცემა, შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
** დარბაზში პროდუქციის თვალსაჩინოდ განლაგებაზე და მასზე ფასმაჩვენებლების კონტროლი, სისუფთავისა და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა.
** ჰიპერმარკეტის თანამშრომლების ეიჩართან ერთად სწორად შერჩევა;
** პროგრამა 1C და RS.ge თვალყურის დევნება.
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი.
** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი
** ჰიპერმარკეტის თანამშრომლების მიმართ ხელფასების სწორად განაწილება, წახალისება, მოტივაციის მიცემა, ბონუსების გამომუშავების კრიტერიუმების შემუშავება, და ა.შ.
** სხვა შესაბამისი მოვალეობები, რაც აუცილებელია კომპანიის წარმატებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის ან ფინანსების სფეროში);
** მაღაზიაში მენეჯერად მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი.
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, Excel-ის ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება.
** ორგანიზატორული ნიჭი, გუნდის მართვის უნარი, მაღაზიის პერსონალის მართვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა.
** სასურველია უცხო ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@bsmg.ge და bsmginfo@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ, რომ შპს "BS Metal Group"-მა 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე