გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: BS Metal Group
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "BS Metal Group"-ის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოება და იმპორტი საქართველოში. ჰიპერმარკეტი "BSMG"-ის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა.

"BSMG ჰიპერმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად
** მომხმარებლებს გაუწიოს კვალიფიციური მომსახურება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში
** ჰიპერმარკეტში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა
** გაუწიოს კონსულტაცია მყიდველს საქონლის მახასიათებლების, და საგარანტიო პირობების მომსახურების შესახებ, მომხმარებლებს აცნობოს მიმდინარე აქციები.
** შეამოწმოს და უზრუნველყოს ჰიპერმარკეტში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობა და სისწორე
** იზრუნოს ჰიპერმარკეტში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე.
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციასა და ინვენტარზე პასუხისმგებლობა.
** პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა, პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შესწავლა-შემოწმება
** დახლებზე პროდუქციის განაწილება და მოწესრიგება.
** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი.
** დროულად მოითხოვოს პროდუქციის შევსება საწყობიდან.
** მოითხოვოს მომხმარებლების მიერ მოთხოვნადი პროდუქციის მომარაგება.
** აუცილებელი შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება.
** გასცეს გაყიდული საქონელი.
** მონაწილეობა მიიღოს ინვენტარიზაციაში.
** შეასრულოს ხელმძღვანელის მიერ გაცემული სამსახურეობრივი დავალებები.

პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად)
** სასურველია უცხო ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პრეზენტაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@bsmg.ge და bsmginfo@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ, რომ შპს "BS Metal Group"-მა 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე