საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: BS Metal Group
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "BS Metal Group"-ის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოება და იმპორტი საქართველოში. ჰიპერმარკეტი "BSMG"-ის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა.

"BSMG ჰიპერმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად
** საწყობში მიღებული და გაცემული პროდუქციის აღრიცხვა
** საწყობში არსებული მარაგების რაოდენობების ანალიზი და შევსებაზე მოთხოვნის წაყენება
** მიღებული შეკვეთების მიხედვით პროდუქციის გასაცემად მომზადება
** შეკვეთილი პროდუქციის დროული გაცემის უზრუნველყოფა
** პროდუქციის დასაწყობების პროცესებში მონაწილეობა
** საწყობის პერიოდული აღწერა-ინვენტარიზაცია არსებული სტანდარტების შესაბამისად
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** სასურველია მსგავს სფეროში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესად.
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ლოგიკური აზროვნება
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@bsmg.ge და bsmginfo@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ, რომ შპს "BS Metal Group"-მა 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე