ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: BS Metal Group
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
კომპანია "BS Metal Group"-ის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოება და იმპორტი საქართველოში. ჰიპერმარკეტი "BSMG"-ის ძირითადი საქმიანობაა სამშენებლო და სარემონტო მასალების საცალო-საბითუმო ვაჭრობა.

"BSMG ჰიპერმარკეტი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად.
** საოფისე საქმიანობის კოორდინირება და ორგანიზება.
** დოკუმენტბრუნვის ორგანიზება.
** კორესპონდენციის მართვა, საქმიანი მიმოწერა კომპეტენციის ფარგლებში.
** შეხვედრების ორგანიზება და სტუმრების, პარტნიორების მიღება-დახვედრის უზრუნველყოფა.
** კომპანიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში (PR კამპანიები, წვეულებები, ტრენინგები და ა.შ.) ჩართულობა.
** სატელეფონო ზარების მიღება და საჭიროებისამებრ მართვა.
** საკანცელარიო და სამეურნეო საქონლით მომარაგების პროცესში ჩართულობა.
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა; სასურველია თურქული ენის ცოდნაც.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** კომუნიკაბელურობა.
** ორგანიზებულობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სრული.

CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@bsmg.ge და bsmginfo@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ, რომ შპს "BS Metal Group"-მა 9 თვის განმავლობაში შესაძლებელია შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე