მთავარი ბუღალტერი - შვილობილი კომპანია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი - შვილობილი კომპანია
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას შვილობილი კომპანიის მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000641
ადგილმდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ბუღალტერია
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

გამოცდილება:

** მინიმალური სამუშაო გამოცდილება - 3 წელი.
** სფერო: ბუღალტერია.

განათლება:

** ხარისხი: ბაკალავრი
** სფერო: ბიზნესის მართვა, ფინანსები

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები: გუნდის მართვის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 5 კაციანი გუნდის მართვის გამოცდილება;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროფესიული კვალიფიკაცია - ACCA;
** ქართული საგადასახადო კანონმდებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საგადასახადო და ფინანსური აუდიტის წარმატებით გავლის გამოცდილება;
** მუშაობის გამოცდილება SAP/ERP სისტემასთან სასურველია, მაგრამ არ წარმოადგენს აუცილებელ მოთხოვნას.

სამუშაოს აღწერა:

** ჰოლდინგში შემავალი კომპანი(ებ)ის ფინანსური აღრიცხვის ჰოლდინგის სააღრიცხვო პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** საბუღალტრო გატარებებისთვის აუცილებელი პირველადი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** საკანონმდებლო მოთხოვნების დაცვით, მარეგულირებელ ორგანოებში ინფორმაციის ზუსტი და დროული წარდგენა;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება/წარდგენა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის დაგეგმვა, პასუხისმგებლობების ეფექტურად გადანაწილება და შესრულების ზედამხედველობა;
** სისტემაში გატარებული ოპერაციების შემოწმება, საჭიროების შემთხვევაში გატარებების უზრუნვეყოფა, ხელშეკრულებების ბუღალტრული კუთხით გავლა და ვიზირება;
** ფინანსური აღრიცხვის მოწესრიგების მიზნით, შიდა რეგულაციისთვის საჭირო პროცედურებისა და ბრძანებების პროექტების ინიცირება, სხვა სტრუქტურული ერთეულების მიერ ინიცირებული პროცესების შემუშავებაში ჩართულობა;
** ხელმძღვანელობის წინაშე ორგანიზაციული და პრობლემური საკითხების დასმა და გადაწყვეტის გზების შეთავაზება;
** კომპანიის სამსახურების უფროსებთან კოორდინირებული თანამშრომლობა, დავალებების განაწილება კონკრეტული ამოცანის გადაჭრის მიზნით და შესრულების კონტროლი;
** საგადასახადო აუდიტის დროს, კომპანი(ებ)ის სახელით ურთიერთობის წარმართვა;
** საბუღალტრო სამსახურის მხრიდან კომპანიების კლიენტებთან/პარტნიორებთან (ბანკები, დებიტორები, კრედიტორები და სხვ.) მოლაპარაკება და საქმის წარმოება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიების მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული საგადასახადო და ფინანსური რისკების შეფასება და მათ მინიმიზაციაზე მუდმივი ზრუნვა;
** ექსტრემალურ პირობებში დაკისრებული ამოცანების დროული შესრულების უზრუნველყოფა.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/641

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე