მოწვევა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ტრენინგში მონაწილეობაზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოწვევა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ტრენინგში მონაწილეობაზე
მომწოდებელი: ევროპის ფონდი
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
"ევროპის ფონდი" აგრძელებს სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ძალისხმევის მხარდაჭერას, საქართველოში ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და საჭიროებაზე დაფუძნებული საჯარო პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობისათვის. ამ მიზნით, ფონდმა ახალი ინიციატივის - "საგამოძიებო ჟურნალისტიკის მხარდაჭერა ცვლილებებისათვის" განხორციელება დაიწყო. ინიციატივის მიზანია მედია და ადვოკატირების ჯგუფებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, ქვეყანაში ცუდი მმართველობის შემთხვევების გამოვლენის და შედეგად, მოქალაქეთა ცხოვრების გაუმჯობესებისათვის.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, "ევროპის ფონდი" იწვევს ჟურნალისტებს საგამოძიებო ჟურნალისტიკის ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრენინგი 27 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით იმართება და რვა სესიას მოიცავს. ტრენინგის შედეგად, მონაწილეები გაეცნობიან წყაროების მოძიებისა და ინტერვიუების ჩატარების ეფექტურ ტექნიკას და ასევე, რჩევებს, ამბის სიზუსტის უზრუნველყოფისა და მისი საუკეთესო გზით წარმოდგენისათვის.

ტრენინგებს გაუძღვებიან არაერთი ჯილდოს მფლობელი გამომძიებელი ჟურნალისტები და საგამოძიებო ჟუნრალისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული სახელმძღვანელოს - "Investigative Reporter`s Handbook: A Guide to Documents, Databases, and Techniques Fifth Edition" ავტორები, ბრანტ ჰიუსტონი და მარკ ჰორვიტი.

დეტალური ინფორმაცია მოწვევის შესახებ, განაცხადის ფორმასთან ერთად, იხილეთ დანართში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე