მომსახურების ხარისხის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომსახურების ხარისხის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების ხარისხის მენეჯერის თანამდებობაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (/www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

ძირითადი ფუნქციები:

** ხარისხის კონტროლის საჭიროებების ანალიზი და კონტროლის მეთოდებისა და პროცედურების განსაზღვრა და განვითარება;
** ხარისხის კონტროლის სისტემების დანერგვა;
** ხარვეზების პრევენციის სისტემების დანერგვა და მომსახურების პროცესებში გათვალისწინება;
** მომსახურების სტანდარტების ანალიზი, განვითარება და დაცვის კონტროლი;
** მომსახურების პროცედურების და პროცესის ანალიზი, სისტემური პრობლემების გამოვლენა და განვითარება;
** კონტროლის შედეგად გამოვლენილ მოვლენებზე პერიოდული ანგარიშების მომზადება, შესაბამისი რეაგირებებისა და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** სხვადასხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან ოპერაციების მენეჯმენტის მიმართულებით);
** ოპერაციების მართვის ან ხარისხის მართვისა და კონტროლის მიმართულებით სერტიფიკატის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მომსახურების ან/და საფინანსო სექტორში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მომსახურების ხარისხის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ივლისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpi-holding---vienna-insurance-group/?viewAsMember=true
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე