ბიზნეს პროცესების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს პროცესების მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მენეჯერის თანამდებობაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (/www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

ძირითადი ფუნქციები:

** ბიზნეს პროცესების გაწერის და ცვლილებების შეტანის მეთოდოლოგიის, ასევე დოკუმენტების საქმის წარმოების ერთიანი სტანდარტის შემუშავება და დანერგვა კომპანიის მასშტაბით;
** ბიზნეს პროცესების სტანდარტის შესაბამისად გაწერა და დანერგვის უზრუნველყოფა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად;
** კომპანიის ძირითადი და დამხმარე პროცესების შესწავლა და შესრულების მონიტორინგი;
** პროცესების ოპტიმიზაციის გზების მუდმივი ძიება და ცვლილებების დანერგვის ორგანიზება;
** მოქმედ ან საპროექტო ბიზნეს პროცესების შესწავლის დროს აღმოჩენილი ხარვეზების აღმოფხვრაზე პროცესის მფლობელებთან ერთად მუშაობა;

მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (მათ შორის ისეთ სფეროებში როგორიცაა: შიდა აუდიტი, ხარისხის მართვა, პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია);
** საფინანსო სექტორში მუშაობა და დიჯიტალიზაციისა და ორგანიზაციული ტრანსფორმაციის პროექტებში მონაწილეობა ჩაითვლება უპირატესობად;
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office);
** აუცილებელია MS Excel-ის და Visio-ს სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ბიზნეს პროცესების მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ივლისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpi-holding---vienna-insurance-group/?viewAsMember=true
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე