NLI რისკების მართვის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: NLI რისკების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიპიაი ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
სს "სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას NLI რისკების მართვის მენეჯერის თანამდებობაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (/www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

ძირითადი ფუნქციები:

** არასამედიცინო დაზღვევის რისკების მართვის პოლიტიკის და სადაზღვევო ანაზღაურების კონტროლის მექანიზმების განსაზღვრა;
** სადაზღვევო პირობების, ანაზღაურების პროცესის და პროდუქტის სპეციფიკაციების მუდმივი მონიტორინგი და რეკომენდაციების წარმოდგენა;
** პროვაიდერებთან ურთიერთობის პოლიტიკის და სტრატეგიის შემუშავება და სრულყოფა;
** დელეგირების ლიმიტების განსაზღვრა და კონტროლი;
** არასტანდარტულ შემთხვევებში ჩართულობა და გადაწყვეტილების მიღება;
** NL პროდუქტების მიხედვით ზარალიანობის მაჩვენებლების მუდმივი ანალიზი და კონტროლი. დასაშვები ზღვრებიდან გადახრის შემთვევაში დროული რეაგირება;

მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება არასამედიცინო დაზღვევის მიმართულებით (ანდერაიტინგის, სადაზღვევო ანაზღაურების ან რისკების მართვის დეპარტამენტში);
** სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ და ქართულ ენებში;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Office, აუცილებელია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა);
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (NLI რისკების მართვის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2020 წლის 10 ივლისი. შერჩევის ყველა ეტაპი ჩატარდება ონლაინ ფორმატში.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpi-holding---vienna-insurance-group/?viewAsMember=true
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე