მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Georgian Motors
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
შპს "ჯორჯიან მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო დღე.
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის და საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების/ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების: APEX საფუძვლიანი, პრაქტიკული ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Excel, MS Word) ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.
** ასაკი: 25-55 წელი.

მოვალეობა:

** საბუღალტრო დოკუმენტაციის მოგროვება და აღრიცხვა;
** საბუღალტრო გატარების წარმოება;
** გადასახადების კალკულაცია, საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და დაზუსტება/დაკორექტირება;
** rs.ge-ზე ინფორმაციის ელექტრონულად მიღება და წარდგენა;
** რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების ბუღალტრულ პროგრამაში ასახვა;
** მასალების ჩამოწერა;
** საბანკო ოპერაციების შესრულება;
** ხელფასების და საპენსიო ანარიცხების დარიცხვა;
** თანხის მოძრაობის, მოგება-ზარალის და სხვა უწყისების ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური და წლიური რეპორტინგი;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** საბაჟო ოპერაციების მიზნით გადასახადების დაანგარიშება და საბაჟო დეკლარაციების ორისში დამუშავება;
** დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთშედარების აქტების მომზადება და დებიტორების და კრედიტორების რეესტრის წარმოება;
** ძირითადი საშუალებების რეესტრის წარმოება და ცვეთის დარიცხვა აქტივების სასარგებლო ვადის მიხედვით;
** კონტრაქტორებთან ხელშეკრულებების ექსპერტიზა საგადასახადო კუთხით;
** საბუთების არქივირება.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პრობლემების აღმოჩენისა და მოგვარების უნარი.

მსურველებს გთხოვთ, გაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მხოლოდ ქართულ ენაზე, ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gm.georgianmotors@gmail.com ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "მთავარი ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე