კონსულტანტი მეფუტკრეობის საკითხებში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი მეფუტკრეობის საკითხებში
მომწოდებელი: ელკანა
გამოქვეყნდა: 30 ივნისი / ბოლო ვადა: 09 ივლისი
დამსაქმებელი: ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანა", www.elkana.org.ge

პროექტი: ორგანული სოფლის მეურნეობის და სოფლის ტურიზმის განვითარება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (OART)
პოზიცია: კონსულტანტი მეფუტკრეობის საკითხებში
ხელმძღვანელი: პროექტის მენეჯერი
კონსულტაციის/ტრეინინგის ადგილი: თიანეთის მუნიციპალიტეტი
პერიოდი: აგვისტო 2020 - სექტემბერი 2023

პროექტის შესახებ

ორგანული სოფლის მეურნეობის და სოფლის ტურიზმის განვითარება მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (OART) დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ და ხორციელდება ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" მიერ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, თიანეთის მუნიციპალიტეტსა და უკანა ფშავში (დუშეთის მუნიციპალიტეტი).

პროექტის მიზანია ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პოტენციალის მქონე ღარიბ თემებში ქალებისა და კაცების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ამ ორ სექტორში შემოსავლების მიღების გზით და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერით პროექტი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სიღარიბის შემცირებას შეუწყობს ხელს.

განაცხადის შეტანა

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ მათი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: oart-manager@elkana.org.ge და oart-marketing@elkana.org.ge განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2020 წლის 9 ივლისი. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

იხილეთ ამ განცხადების სრული ტექსტი ინგლისურ ენაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე