სამშენებლო პროექტების მენეჯერი, სამშენებლო მოედნის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო პროექტების მენეჯერი, სამშენებლო მოედნის მენეჯერი
მომწოდებელი: ელემენტ კონსტრაქშენი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
სამშენებლო კომპანია "ელემენტ კონსტრაქშენი" აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციებზე:

1. სამშენებლო პროექტების მენეჯერი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ზედამხედველობა;
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
** პროექტის ბიუჯეტის, დროის დაგეგმვა და მართვა;
** პროექტის ხარისხის უზრუნველყოფა;
** პროექტის ფინანსური, ტექნიკური და ადამიანური რესურსების დაგეგმვა და კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
** მოლაპარაკებების წარმოება პროექტში ჩართულ მხარეებთან;
** გეგმების, ნახაზების და მოცულობების გადამოწმება;
** დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
** ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
** საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** პროექტის რისკების კონტროლი;
** ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
** რეგულარულ შეხვედრებზე დასწრება და დაქვემდებარებული პერსონალის მართვა (საჭიროების შემთხვევაში, პროექტისთვის საჭირო კადრის მოძიება);
** პროექტის გუნდის ხელმძღვანელობა და მათი მოტივირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სულ მცირე 3-დან 5 წლამდე სამუშაო გამოცდილება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე სამშენებლო ბიზნესში;
** უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულებით (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს);
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (+ MS პრიმავერა)

უნარ-ჩვევები:

** მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ​პრეზენტაბელურობა;
** პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;

2. სამშენებლო მოედნის მენეჯერი

სამუშაო განაკვეთი: სრული

მოვალეობები:

** ყოველდღიურად სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამშენებლო ობიექტზე დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო გეგმის გაცნობა;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** დღის განმავლობაში სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების დეტალური კონტროლი;
** სამშენებლო მასალების მითვლა, მიღება და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება: ფარული სამუშაოების აქტი, სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, ბეტონის წარმოების ჟურნალი.
** ობიექტზე დასაქმებული პერსონალის სამუშაო გრაფიკის კონტროლი;
** ყოველდღიურად, სამუშაო დღის დასრულებისას დეტალური რეპორტის წარმოება დღის განმავლობაში ობიექტზე შესრულებული სამუშაოების შესახებ;
** უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** საშუალო ტექნიკური განათლება (სასურველია სამშენებლო მიმართულებით);
** კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS office).

უნარ-ჩვევები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რამოდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ​დელატებზე ორიენტირებულობა;
** დროის მენეჯმენტი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე career@ec.ge 2020 წლის 29 ივლისამდე.

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აგზავნით თქვენს რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ იქნება განხილული.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე