ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:
ბავშვთა ადრეული ინტერვენციის სპეციალისტი.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ქ. ზუგდიდი
საქმიანობის ძირითადი მიზანი: დაბადებიდან 7 წლამდე ასაკის სხვადასხვა დარღვევის, ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვების მხარდაჭერა, ფიზიკური განვითარების და სხვა ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობა.

სამუშაო დატვირთვა და ვაკანტური ადგილების რაოდენობა:
სრული განაკვეთი
6 ვაკანტური ადგილი (3 ადგილი ქუთაისი, 3 ადგილი ზუგდიდი)

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ბავშვისა და ოჯახის შეფასება
** ბენეფიციარების ოჯახებში ვიზიტების განხორციელება
** ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მუშაობის დაგეგმვა და განხორციელება
** მუშაობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მშობლების ჩართულობის უზრუნველყოფა
** პროგრამის ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინარულ გუნდთან ერთად მუშაობა
** მიმდინარე, ისე დახურულ შემთხვევებზე ინფორმაციის სათანადოდ შენახვა
** მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება

შენიშვნა: შერჩევის შემდეგ მოხდება კანდიდატების გადამზადება ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტებად.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შემდეგ სპეციალობებში: ფსიქოლოგია, სოციალური სამუშაო, ფიზიკური თერაპია, ოკუპაციური თერაპია, ენისა და მეტყველების თერაპია (ლოგოპედი) და/ან მომიჯნავე დისციპლინები;
** ბავშვებთან მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილებას)
** საქართველოს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის კოალიციის ტრენინგის გავლის მზაობა
** ბავშვის განვითარების კანონზომიერებებისა და ეტაპების ცოდნა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მიმღებლობა განსხვავებული აზრისა და სიახლეების მიმართ
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** მნიშვნელოვანი მისიის "სიყვარულით სავსე ოჯახი ყველა ბავშვს" განხორციელებაში მხარდაჭერის შესაძლებლობას;
** მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის შესაძლებლობას;
** კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2020 წლის 8 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე