სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს სტაჟირების პროგრამას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

ვისთვის არის სტაჟირება განკუთვნილი?

მათთვის ვისაც სურს შეისწავლოს HR პრინციპები პრაქტიკაზე დაფუძნებით, გაეცნოს საერთაშორისო სტანდარტებსა და ითანამშრომლოს გამოცდილ გუნდთან.

ვიწვევთ ფსიქოლოგიის, სოციოლოგიისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს, ახალბედა HR - ებსა და HR - ით დაინტერესებულ პირებს.

კურსის ხანგრძლივობა 3 თვე, გრაფიკი მოქნილი, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge და ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ სტაჟირება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 6.07.2020.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე