მიღება მოზარდთა აკადემიაში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება მოზარდთა აკადემიაში
მომწოდებელი: პრომეთეოსი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 30 ივლისი
მეცნიერულ-საგანმანათლებლო საზოგადოება "პრომეთეოსი" მოზარდთა აკადემიის ახალი ნაკადისთვის ეძებს ნიჭიერ და წარჩინებულ მოსწავლეებს.

მიიღებიან მოსწავლეები ორ ასაკობრივ კატეგორიაში:

VI-VIII კლასის მოსწავლეები
IX-XI კლასი მოსწავლეები.

აკადემიაში სწავლება უფასოა. ლექციებს წაიკითხავენ გამოჩენილი ქართველი მეცნიერები. კურსის დასრულების შემდეგ მოსწავლეები ინფორმირებულები იქნებიან ანტიკური ცივილიზაციების, ცივილიზაციებს შორის სავაჭრო ურთიერთობების, პროტო-ქართველური ისტორიის, კოლხური კულტურის, საქართველოში აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი არტეფაქტების შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ ჩატარდება გამოცდა. წარჩინებულ კურსდამთავრებულებზე, რამდენიმე კატეგორიაში გაიცემა სტიპენდია. კურსის ფარგლებში გაიმართება გასვლითი ლექციები სვანეთსა და ბოლნისში.

იმისათვის რომ გახდეთ "პრომეთეოსის" მოზარდთა აკადემიის წევრი საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება საჯარო სკოლაში, მოტივაცია, განსაკუთრებით ყურადღება მიექცევათ იმ მოზარდებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან საქართველოს ისტორიით. პრიორიტეტი მიენიჭებათ სხვადასხვა კონკურსებსა და ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ CV-ი და სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე: prometheosi2018@gmail.com

გთხოვთ, სამოტივაციო წერილში მითითებული იყოს ინფორმაცია აკადემიური ნიშნებისა და ოლიმპიადებსა და კონკურსებში მონაწილეობის შედეგების (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ.

შერჩევა მოხდება ორ ეტაპად დოკუმენტების გადარჩევა და გასაუბრება.

გისურვეთ წარმატებას და გელით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 ივლისი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე