შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Digital Area
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია სს დიჯითალ არეა (extra.ge, area.ge, optimo.ge, adampter.ge) აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ფინანსურ დეპარტამენტთან ერთად შესყიდვების პარამეტრების შედგენა როგორც ხარჯების ასევე, ხარისხის კუთხით და შესაბამისი ბიუჯეტის შედგენა/დამტკიცება;
** შესყიდვისთვის პროდუქტსა და მომსახურებაზე მოთხოვნის იდენტიფიცირება;
** მომწოდებლების მოძიება და შეფასება წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;
** განაცხადის დაფიქსირება შესაბამისი პროცედურის მიხედვით;
** ხელშეკრულებების მომზადების უზრუნვეყოფა იურისტთან ჩართულობით.
** მომწოდებლებთან ანგარიშსწორებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** მომწოდებლებთან და მწარმოებლებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება მოწოდებული პროდუქციის ხარისხის და ფასის კონტროლი;
** გარკვეული პერიოდულობით საკონტრაქტო ღირებულებების გადახედვა და საბაზრო ფასებთან შედარებითი ანალიზის წარმოება;

განათლება და სამუშაო გამოცდილება:

** სასურველია ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებული/მაგისტრატურის სტუდენტი;
** შესყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება

ცოდნა და უნარები:

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების კარგად განვითარებული უნარი;
** ენების ცოდნა სრულყოფილად: ქართული, ინგლისური, რუსული;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემების დამუშავების უნარი;
** შესაბამის საბაზრო ტენდენციების ცოდნა და მომწოდებლებთან ურთიერთობების მართვის უნარი;
** მოკლე ვადების პირობებში მუშაობის უნარი და დროის სწორი მენეჯმენტი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: HR@area.ge 13 ივლისის ჩათვლით.

გთხოვთ, ელ. წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე