ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: Digital Area
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია სს დიჯითალ არეა (extra.ge, area.ge, optimo.ge, adampter.ge) აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** ობიექტების (ოფისი, საწყობი) ინფრასტრუქტურის, ტექნიკური მდგომარეობისა და დასუფთავების შეფასება; ხარვეზების დოკუმენტირება და აღმოფხვრის უზრუნველყოფა შესაბამისი პირების ჩართულობით;
** კომპანიის ადმინისტრაციული საქმიანობის მხარდაჭერა;
** კორესპონდენციის მიღება/ჩაბარების წარმოება;
** შესაბამის ბაზებში მონაცემების შეყვანა/განახლება;
** კომპანიის ვიზიტორების დახვედრა და გადამისამართება;
** თანამშრომლებისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** სხვადასხვა დოკუმენტაციის დაფაილება, მოწესრიგება;
** სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** კარგი წერითი უნარები;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლის ათვისების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მხარდაჭერის მუდმივი მზაობა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: HR@area.ge 13 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, ელ. წერილის სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე