Full-Stack დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Full-Stack დეველოპერი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 29 ივლისი
კომპანია "სითიქომი" აცხადებს ვაკანსიას Full Stack დეველოპერის - CTO -ს პოზიციაზე თბილისში.

"სითიქომი" სწრაფად მზარდი ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2016 წლიდან გამოჩნდა. კომპანია შექმნილია ტექნოლოგიისა და მომსახურების სფეროში მაღალი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ. "სითიქომი"-ს სისტემას ამხანაგობის მართვა ახალ, თანამედროვე და გამჭირვალე ეტაპზე გადაყავს. მისი მეშვეობით კორპუსის მაცხოვრებლები მუდმივად აკონტროლებენ როგორც საერთო ბალანსს, ისე მისი ხარჯვის მიზნობრიობას.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: (http://www.citycom.ge)

ჩვენ გთავაზობთ:

საინტერესო სამუშო გარემოს, მეგობრულ და პროფესიონალებისგან დაკომპლექტებულ გუნდის წევრებს, პროფესიულ ზრდას.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა, ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 4000 ლარიდან

ძირითადი მოთხოვნები: Node.js, Angular 2+, MySQL, Express framework, Mongoose

ჩვენ ვეძებთ გუნდის წევრებს, რომლებსაც:

** შეუძლიათ ახალი ტექნოლოგიური პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** შეუძლიათ პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და განვითარება;
** არსებული პროდუქტების მოდიფიცირება;
** გუნდის მართვა და მათ განვითარება;
** კოდის დაგეგმვის, სტრუქტურიზაციის და არქიტექტურული შაბლონების გამოყენების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Net Core-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** Amazon Web Services - მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თუ თქვენ ხართ:

ორგანიზებული, დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული, გაქვთ ანალიტიკური აზროვნების უნარი, შეგიძლიათ როგორც გუნდის ასევე პროცესების მართვა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@citycom.ge. სათაურის ველში "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ - პოზიციის დასახელება.

დაკავშრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ - 032 2 23 24 25
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე