დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 29 ივნისი / ბოლო ვადა: 31 ივლისი
"ბრიტანულ-ქართული აკადემია" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

სკოლის შენობის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი;
** ობიექტის მატერიალური ფასეულობების გატანა-შემოტანის მონიტორინგი;
** განსაკუთრებული ღონისძიებების დროს უსაფრთხოების პროცედურების ზედმიწევნით შესრულება და კოორდინირება;
** მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლებისა და სტუმრების შენობაში შესვლისა და გასვლის მონიტორინგი და აღრიცხვა;
** შენობაში უცხო პირთა შესვლის აღკვეთა;
** თანამშრომლებისა და სტუმრების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** სასწავლო დღის ბოლოს შენობის ინფრასტრუქტურის შემოწმება და მოწესრიგება;
** საგანგებო სიტუაციების დროს მოსწავლეების, თანამშრომლებისა და შენობაში მყოფ სხვა პირთა დაცვა და მათი ევაკუაციისთვის ხელშეწყობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება;
** კომუნიკაციისა და ორგანიზებულობის უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: bga@bga.ge 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - დაცვის თანამშრომელი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე